- პრობლემის ანალიზი
21-ე საუკუნე გამოწვევების
საუკუნეა. ადამიანის წინაშე ბევრი პრობლემა დგას. ამ პრობლემებს შორის უპირველეს მაინც
ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის
ჩართვა ჯანსაღი ცხოვრების სხვადასხვა აქტივობებში
მნიშვნელოვანი პრევენციაა ჯანსაღი თაობის აღზრდაში.ჯანსაღი ცხოვრების წესში
იგულისხმევა: სუფთა გარემო, მავნე ჩვევების აღმოფხვრა, ჯანცაღი კვება, სპორტი და ჯანმრთელობა.
- რატომ მიგაჩნით, რომ თქვენს მიერ ჩამოყალიბებული პრობლემები არის მნიშვნელოვანი?
,, ჯანსაღ სხეულში
ჯანსაღი სული“-აი, ეს არის ჩემი მიზანი. ამიტომ,
კლასის საათის ფარგლებში ხშირად ვსაუბრობთ აღნიშნულ თემებზე.
.როგორ შეუწყობს
ხელს ამ პრობლემის გადაჭრას პროექტი?
პროექტის განხორციელება
დაეხმარება მათ, აიმაღლონ ცოდნის დონე ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. გაიაზრონ სხვადასხვა
მავნე ფაქტორის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და დაასკვნან, როგორ უნდა იცხოვრონ
და წარმართონ თავიანთი ქმედებები, რამეთუ პრობლემა დღესაც აქტუალურია.
- პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ და გააცნობიეორონ ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშველობა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და იზრუნონ მის დაცვასა და განხორციელებაზე.
- პროექტის ამოცანები:
I
ამოცანა. 1 მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა მავნე ფაქტორების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
1.
დღე მინი-ლექცია
თემაზე: თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ადრეულ ასაკში სიგარეტის და ალკოჰოლის მიღებას.
2.
დღე მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის შესახებ და დაახარისხებენ.
3.
დღე. დაამზადებენ ფლაიერებს შესაბამის თემებზე.
I ამოცანა. 2.1დღე.
მოსწავლეები იმუშავებენ საინფორმაციო ბუკლეტების დიზაინზე.
3 ღღე. შექმნილი დიზაინით, კოომპიუტერის
უნარების გამოყენებით დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს.
II
ამოცანა.1. მოსწავლეები დაიყუფიან ჯგუფებად. მოამზადებენ მიცემული დავალების მიხედვით
საპრეზენტაციო მასალას, რომელსაც power point-ის საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით წარუდგენენ აუდიტორას.
I დღე. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.
II დღე. ჯგუფები იმუშავებენ აღნიშნულ
თემებზე.
III დღე. power point-ის საპრეზენტაციო პროგრამაში ატვირთავენ საპრეზენტაციო
მასალას.
IV
დღე. power point-ის
საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით წარუდგენენ აუდიტორიას.
II ამოცანა.2. 1დღე.
დამზადებულ სააგიტაციო ბუკლეტებს მოსწავლეები წარუდგენენ და დაურიგებენ თანატოლებს.
2 დღე. ბუკლეტებს გაავრცელებენ მიმდებარე თემში.
მოსალოდნელი შედეგები: ე.ს.გ.
VI
კლასი
ქართული VI.1 მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ბგერის
წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას,
პრეზენტაციას.
. მოჰყავს სათანადო ინფორმაცია ლოგიკური
თანამიმდევრულობის დაცვით.
. გამოკვეთს არსებით სახელს.
.საუბრობს ნათლად და გარკვევით.
ქართული VI. 5 მოსწავლემ უნდა შეძლოს
ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.
. მონაწილეობს მოსამზადებელი სამუშაოს
განაწილებაში. საერთო ჯგუფური დავალების შესრულებაში.
.ამზადებს საჭირო რესურს, თვალსაჩინოებებს.
. აზრის გამოთქმისას იყენებს მეტყველების
ეტიკეტურ ფორმებს.
ქართული VI.8 მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტესტების კომპოზიციური ელემენტებისა და ენობრივ-გამომსახველობითი
ფორმების ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
.იცნობს ბეჭდური და ელექტრონული პრესის
სტრუქტურას და სწორად მოიძიებს საჭირო ინფორმაციას.
ქართული VI.9 მოსწავლმ უნდა შეძლოს
კოთხვის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
. სვამს კითხვებს წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
·
. მიზნობრივად იყენებს ბეჭდურ და ელექტრონული, ელექტრონულ,
ორთოგრაფიულ, განმარტებით და სხვა ლექსიკონებს.
მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები, კოლეგები, მიმდებარე თემი.
რესურსები:
წიგნი, კომპიუტერი, პროექტორი თაბახის ფურცლები, საწერი კალამი,რვეული,
ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები ბუკლეტების დასამზადებლად.
შეფასების კრიტერიუმები.
N
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
|
ქულები
|
1
|
პროექტის შინაარსი თემასთან შესაბამისობაში
|
2
|
2
|
შემოქმედებითობა პროექტის მასალის მოძიებისას
|
2
|
3
|
პროექტის დიზაინი
|
2
|
4
|
პროექტის პრეზენტაცია. მსჯელობა დასაბუთებულია შესაბამისი არგუმენტებით
|
2
|
5
|
ლექსიკა და სტილი შესაბამისია
|
2
|
ჯ ა მ ი:
|
10
|
No comments:
Post a Comment